1. მონაწილე მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს მათ მიერ დადგენილ სვლაგეზზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები.
2. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას თითოეული მონაწილე მხარის დანიშნულმა ავიასაწმრომ უნდა გაითვალისწინოს მეორე მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები, რათა ზიანი არ მიაყენოს ამ უკანასკნელის განსახორციელებელ ექსპლუატაციას მთელ სვლაგეზზე ან მის მონაკვეთზე.
3. ნებისმიერ დადგენილ სვლაგეზზე ტევადობა, რომელსაც უზრუნველყოფენ ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოები მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან ერთად, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ სვლაგეზზე საჰაერო გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს.
4. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას თითოეული მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ძირთიადი მიზანი იქნება შემდეგი პირობის შესრულება: ტევადობის გონივრული დატვირთვის კოეფიციენტის არსებობის პირობებში უზრუნველყოს ისეთი მოცულობა, რომელიც უპასუხებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიიდან და ტერიტორიისაკენ განხორციელებულ გადაზიდვას, გადაყვანის რეალურად განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. დანიშნული ავიასაწარმოების უფლება განახორციელონ გადაზიდვა დადგენილი მარშრუტების იმ პუნქტებში, რომლებიც განლაგებულია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის, განხორციელებული იქნება, ისე, რომ ტევადობა ითვალისწინებდეს:
a) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვა, გადაყვანის მოთხოვნილებებს;
b) იმ რეგიონის გადაზიდვა, გადაყვანის მოთხოვნილებებს, რომლებზედაც შეთანხმებული ხაზები გადის, მას შემდეგ, რაც მხედველობაში იქნება მიღებული ადგილობრივი და რეგიონალური საჰაერო მომსახურება, და აგრეთვე,c) ავიასაწარმოს სატრანზიტო მოთხოვნილებებს.
6. დადგენილი სვლაგეზის ტევადობა უნდა იქნას შეთანხმებული ორივე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოების მიერ და დამტკიცებული მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ. ტევადობის ნებისმიერი გაზრდა იქნება დანიშნული ავიასაწარმოების შეთანხმების საგანი და უნდა იქნას დამტკიცებული მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისფულებების მიერ. არსებული ტევადობა დარჩება ძალაში სანამ ახალი დამტკიცდებ