1. თითოეულ მონაწილე მხარეს ექნება უფლება მეორე მონაწილე მხარეს წარუდგინოს დანიშნული ერთი ან რამდენიმე გადამზიდავი დაწესებულ სვლაგეზზე შეთანხმებული მომსახურეობის განხორციელებისათვის.
2. მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლება ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის სათანადო უფლებას.
3. ერთი მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას იგი ასრულებს იმ კანონებისა და წესების პირობებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისა და ექსპლუატაციისას კონვენციის კანონების და დებულებების შესაბამისად.
4. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ უფლებებით სარგებლობისას მეორე მონაწილე მხარის ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაწილე მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობისა და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარე ან მისი მოქალაქეები.
5. ამ მუხის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების თანახმად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ამ შეთანხმების მე-5 პუნქტის დებულებათა შესაბამისად ხდება მოცულობის რეგულირება, ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად განრიგი არის დამტკიცებული და ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაშია.
6. თითოეულ მონაწილე მხარეს ექნება უფლება წერილობით შეატყობინოს მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებას დანიშნულ ავიასაწარმოს შეცვლაზე სხვა ავიასაწარმოთი; ახლად დანიშულ ავიასაწარმოს ენიჭება ისეთივე უფლებები და ვალდებულებები, რომლითაც სარგებლობდა ის ავიასაწარმო, რომელიც მან შეცვალ