1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, რის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

2. ამ შეტყობინების მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ წარუდგენს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის ნებართვას.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ, ფრენის ნებართვის გაცემამდე, შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია შეასრულოს ის პირობები, რომლებიც დაწესებულია იმ წესებითა და კანონებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო საჰაერო ბაზების ექსპლუატაციის დროს და კონვენციის დებულებებით.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობით და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავისაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქეები.

5. ამგვარად დანიშნული და მიღებული ნებართვის შედეგად ავისაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული ფრენის განრიგი, დამტკიცებული ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ და ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, შესულია ძალაშ