1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ურთიერთანხმობის საფუძველზე ეძლევა უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები და კომერციული, ოპერატიული და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებელნი არიან შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის. ზემოაღნიშნული პერსონალი უნდა შედგებოდეს ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებისაგან.
2. მოთხოვნები, წაყენებული ამ პერსონალის მიმართ, დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის მიხედვით შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნეს საკუთარი პერსონალის ხარჯზე ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ორგანიზაციების, კომპანიების ან ავიასაწარმოების მომსახურეობის გამოყენების გზით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასწიონ ამგვარი მომსახურეობა.
3. წარმომადგენლებზე და პერსონალზე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, და ასეთი კანონებისა და წესების შესაბამისად თითოეული ხელშემკვრელი მხარე ურთიერთთანხმობის საფუძველზე მინიმალური შეფერხებებით, წარმომადგენლებსა და პერსონალს მიანიჭებს აუცილებელ ნებართვებს სამუშაოზე, ვიზებს შრომითი მოწყობისათვის ან სხვა მსგავს დოკუმენტებს, რომლებზედაც მოხსენებულია ამ მუხლის 1-ლ პუნქტშ