1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე.
b) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით იმ პუნქტებში, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმების დანართში ;
c) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების დანართში აღნიშნულ პუნქტებში საერთაშორისო მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომისა და (ან) გადმოსხდომის, ფოსტისა და ტვირთის ჩატვირთა-გადმოტვირთვის მიზნით.
3. აღნიშნულ მუხლში არაფერი არ იქნება განხილული, როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის უფლების მინიჭება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების პირობებით, საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ფოსტა და ტვირთი ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ადგენს თავის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის მარშრუტებსა და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს.
5. საჰაერო ხომალდების ფრენასთან, შეთანხმებულ ავიახაზებზე მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვებთან, საჰაერო ხომალდების მიწისზედა ტექნიკურ მომსახურებასა და ფინანსური ანგარიშსწორების წესებთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები გადაწყვეტილი იქნება დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით და წარედგინება დასამტკიცებლად ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებ