ამ შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან:
a) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს, ქ. ჩიკაგოში ხელმოწერისათვის გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და შეიცავს კონვენციის ნებისმიერ დანართს იმდენად, რამდენადაც ასეთი დანართი და შესწორება ძალაშია ხელშემკვრელი მხარეებისათვის და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მიღებულს კონვენციის 94-ე მუხლის თანახმად, რატიფიცირებულს შესაბამისად საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ;
b) ტერმინი ,,საავიაციო ხელისუფლება” ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებაში - ტრანსპორტის სამინისტროს და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროსა და დეპარტამენტის მიერ.
ყირგიზეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში-ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროს მიერ;
c) ტერმინი ,,დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;
d) ტერმინი ,,ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ზედაპირს, ტერიტორიულ და შიდა წყლებს და საჰაერო სივრცეს მათ ზევით, რომლებიც მდებარეობენ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ;
e) ტერმინებს: ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;
f) ტერმინი ,,შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მისი დამატებებისა და ნებისმიერი შესწორებების ჩათვლით.
g) ტერმინი ,,დადგენილი მარშრუტები” ნიშნავს შეთანხმების დანართში დადგენილ და დასადგენ მარშრუტებს;
h) ტერმინი ,,შეთანხმებული ხაზები” ნიშნავს დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ საერთაშორისო ავიახაზებს ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად;
i) ტერმინი ,,ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანის ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულებისა და პირობების გამოკლებით;
j) ტერმინი ,,ტევადობა” ,,შეთანხმებული ხაზების” მიმართ ნიშნავს ამ ავიახაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზ