1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატირებულია შეთანხმებულ ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი სატაბელო ქონება, საწვავის მარაგი, საპოხი მასალები და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელის და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადებისაგან და სხვა ამგვარი მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.

2. ასევე გათავისუფლებულ იქნებიან ასეთივე მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა გაწეული მომსახურებისათვის:

a) საბორტო მარაგი, აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის;

b) სათადარიგო ნაწილები, რომელიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებისა და რემონტისათვის;

c) საწვავი და საპოხი მასალები განკუთვნილნი საჰაერო ხომალდისათვის და გამოყენებული შეთანხმებულ ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მარაგი გამოყენებული იქნება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;

d) დოკუმენტები, გამოყენებული ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ავიაბილეთების, ავიაზედნადებების, ასევე სარეკლამო მასალების ჩათვლით, უფასოდ ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, ასევე ქონება, მოწყობილობა და დოკუმენტები, აღნიშნულნი ამ მუხლის მე-2 პუნქტში, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო ხელისუფალთა კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.

4. საბორტო სატაბელო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც იმყოფება ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ნებართვით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსებულ იქნეს აღნიშნულ ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, სანამ არ იქნება უკან გატანილი და არ მიიღებენ სხვა დანიშნულებებს საბაჟო წესების შესაბამისად.

5. გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ კონტრაქტი დადო სხვა ავიასაწარმოსთან, ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ქონების დროებითი სარგებლობისა და გადაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს გათავისუფლების ისეთივე უფლებით საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზ