1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება ექნება გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსადმი მინიჭებული უფლებები ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, ან მოსთხოვო ისეთი პირობების დაცვა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის ამ უფლებების გამოყენების დროს:

a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის არ არის დარწმუნებული, რომ უპირატესი მფლობელობა ან მასზე რეალური კონტროლი ეკუთვნის იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო ან მის მოქალაქეებს; ან

b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლება; ან

c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავისაწარმო რაიმე სხვაგვარი სახით არ იცავს პირობებს, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.

2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომელიც უნდა შედგეს მოთხოვნის დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებშ