1. ტარიფები, რომლებიც დაწესებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ავისაწარმოთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან გადაყვანა-გადაზიდვებისათვის, უნდა დადგენილ იქნეს გონივრულად, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, სხვა ავისაწარმოს საექსპლუატაციო ხარჯების, სათანადო მოგებისა და ტარიფების ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეები მიუღებლად თვლიან ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, რომლებიც ხელოვნურად შემცირებულია ავისაწარმოს დაცვის მიზნით პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასების აღკვეთის და ფასებისაგან მომხმარებლის დაცვის პრაქტიკის გამოყენების მიზნით.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს შეთანხმებული ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეული უნდა იქნეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.

3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლისაათვის შემოთავაზებულ თარიღამდე ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს აღნიშნული ხელისუფლებების შეთანხმებით.

4. თანხმობა ტარიფების გამოყენებაზე შეიძლება იქნეს მიცემული კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების წარდგენის მომენტიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავენ უთანხმოებას მათთან, მაშინ ტარიფები ჩაითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე- 3 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ შეტყობინების ვადა იქნება ოცდაათ დღეზე ნაკლები.

5. თუ ვერ მოხერხდა ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ან თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ არ ეთანხმება ამ მუხლის მე- 2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, მაშინ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები უნდა შეეცადონ ასეთი ტარიფის დადგენას მათ შორის ურთიერთშეთანხმებით.

6. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა გადაიჭრას ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

7. ტარიფი, დადგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, ძალაში რჩება იმ დრომდე, ვიდრე არ დამტკიცდება ახალი ტარიფი. მიუხედავად ამისა ამავე პუნქტის თანახმად, ტარიფის გამოყენების ვადა არ შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ტარიფის არაუმეტეს 12 თვისა იმ დღიდან, რომლიდანაც ტარიფი ითვლება ძალადაკარგულად.

8. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა მათ მიერ დანიშნულმა ავიასაწარმოებმა დაიცვან შეთანხმებული ტარიფები, რომლებიც დამტკიცებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მიერ და რომ არც ერთმა ავიასაწარმომ არავის არ მისცეს უფლება მოახდინოს ასეთი ტარიფების შემცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით საავიაციო ხელისუფალთა მიერ დამტკიცების გარეშე, რომელიც შეიძლება გაცემულ იქნეს საერთო საფუძვლებზე ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ან მთელ რიგ შემთხვევებშ