1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად ადასტურებენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას უკანონო ჩარევისაგან. ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის ,,სამოქალაქო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედებათა შესახებ” დებულებების შესაბამისად და 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედობებთან ბრძოლის შესახებ”, 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის ,,საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ” დებულებების შესაბამისად.
2. მათი მოთხოვნების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს უწევენ აუცილებელ დახმარებას საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისა და სხვა არაკანონიერი ქმედობების თავიდან ასაცილებლად, რომელნიც მიმართულნი არიან საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ, ასევე, ნებისმიერი სხვა მუქარის თავიდან ასაცილებლად, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ.
3.ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გათვალისწინებული სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დანართების სახით, იმდენად რამდენადაც ასეთი დებულებანი და მოთხოვნილებანი გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიმართ; ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობა და მუდმივი განლაგება არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე მყოფ საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტებს იმოქმედებენ საჰაერო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა და მოთხოვნათა შესაბამისად.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე-3 პუნქტის ავიაციის უშიშროების შესახებ დებულებები და მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის და ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჰაერო ხომალდების დასაცავად, მგზავრების, ეკიპაჟების, პირადი ნივთების, ბარგის, ტვირთის და საჰაერო ხომალდის მარაგის შემოწმებას ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით უშიშროების სპეციალური ზომების მიღების შესახებ.
5. როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის მუქარას სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონოდ ხელში ჩაგდებასთან ან სხვა რაიმე უკანონო აქტებთან დაკავშირებით, მიმართულს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო სანავიგაციო საშუალებების უშიშროების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები ასეთი ინციდენტისა და მისი მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით, დახმარებას უწევენ ერთმანეთს კომუნიკაციის გამარტივების გზით და შესაბამისი ზომების გატარები