1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააწესოს ან უფლება მისცეს დაწესდეს აეროპორტებისა და სხვა საავიაციო საშუალებების გამოყენებისათვის სამართლიანი და გონივრული გადასახადები იმ პირობით, რომ ეს გადასახადები არ აღემატება გადასახადებს, რომლებსაც მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისათვის სხვა ავიასაწარმოები იხდიან.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების ჩატარებას მათ კომპეტენტურ დამბეგრავ ორგანიზაციებს და დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებით და საავიაციო საშუალებებით და სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია ამ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს დროული შეტყობინება არსებულ გადასახადებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნებისმიერი წინადადების შესახებ იმისათვის, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, სანამ ეს ცვლილებები იქნება შეტანილი.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან შედარებით, რომელიც ასრულებს მსგავს საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებს, საბაჟო, საიმიგრაციო, საკარანტინო და სხვა მსგავსი წესების ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი აეროპორტების, საჰაერო მარშრუტების, ავიაგადაზიდვების მომსახურების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებისა