თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე შესთავაზებს ამ შეთანხმების ან მისი დანართის პირობების ცვლილებებს, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტარდება კონსულტაციები ამ სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება მისი ჩატარების მოთხოვნის თარიღიდან სამოცი 60 დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალნი არ შეთანხმდებიან ამ პერიოდის გაგრძელების შესახებ, ამ შეთანხმების შესწორებები ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი მიღების შესახებ ნოტების გაცვლის შემდეგ.
დანართის შესწორებები შეიძლება მიღებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების გზი