ეს შეთანხმება გამოიყენება მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში შედის ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დიპლომატიური არხებით მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
ამის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, რომლებიც სათანადო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ ორიგინალ პირად, ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დანართი
1. საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება განახორციელონ შეთანხმებული ხაზების რეგულარული ექსპლუატაცია შემდეგ მარშრუტებზე:
საწყისი პუნქტები
შუალედური პუნქტები
დანიშნულების პუნქტები
პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ
პუნქტები საქართველოში
პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკაში
2. ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება განახორციელონ შეთანხმებული ხაზების რეგულარული ექსპლუატაცია შემდეგ მარშრუტებზე:
საწყისი პუნქტები
შუალედური პუნქტები
დანიშნულების პუნქტები
პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ
პუნქტები ყირგიზეთის რესპუბლიკაში
პუნქტები საქართველოში
3. ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე კონკრეტული პუნქტები დადგენილი იქნება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით.
4. შუალედური პუნქტები და საქართველოს საზღვრებს გარეთ და ყირგიზეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ პუნქტები დადგინდება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნების პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვის უფლების მინიჭების საკითხი არის ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების ცალკე შეთანხმების საგან