1. ამ შეთანხმების გაგებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან დავა მოაგვარონ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა მოგვარებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ზემოხსენებული საშუალებებით, მაშინ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით დავა გადაცემული იქნება სასამართლოში (აქ და შემდგომში ,,საარბიტრაჟო სასამართლო”) განსახილველად, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება და რომელთაგან ორი ინიშნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ხოლო მესამე, ორი დანიშნული არბიტრის მიერ.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, დღიდან, როდესაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარე, დიპლომატიური არხის მეშვეობით, მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღებს მოთხოვნას, დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე და მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული აღნიშნულ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით.
5. მესამე არბიტრი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად, უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და ასრულებდეს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
6. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები, არბიტრების ხარჯების ჩათვლით, თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
8. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
9. თუ იმ დრომდე, ვიდრე ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიღებულს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს, შეუჩეროს ან გამოითხოვოს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული უფლებები და პრივილეგიები იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებ