1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ამ შეთანხმების ან მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, გადაჭრილი იქნება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ეს მოლაპარაკებები დაიწყება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს სამოცი (60) დღისა, თუ არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება საავიაციო ხელისუფლებებს შორის.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ დავის მოგვარებას, ხელშემკვრელი მხარეები დავას გადაწყვეტენ დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, მათ ეძლევათ უფლება მიმართონ არბიტრაჟს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს – ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარიდან მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ, მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს თხოვნით, დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
4. საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ შეასრულონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იქნება მიღებული.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი საკუთარი არბიტრის და ასევე საარბიტრაჟო პროცესში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარისა და ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს თავის საკუთარ პროცედურებს.
6. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები, ამ შეთანხმების თანახმად მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 19. სადავო საკითხების მოგვარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 19, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-19/