1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას;
2. ერთ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ეს შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ;
3. შესრულებულია ქ. დოჰაში, 2011 წლის 15 თებერვალს, ორ დედნად ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)

კატარის სახელმწიფოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)

დანართი
მარშრუტების განაწესი
საჰაერო მიმოსვლის სფეროში შეთანხმების დანართი საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის განრიგით გათვალისწინებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ მათ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის:

1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას:

საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
საქართველო
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი კატარის სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საჰაერო მიმოსვლა
ნებისმიერი პუნქტი

2. მარშრუტები, რომელზედაც კატარის სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას:

საწყისი პუნქტი
შუალედური პუნქტი
დანიშნულების პუნქტი
პუნქტები საზღვრებს გარეთ
კატარის სახელმწიფო
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში, სადაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საჰაერო მიმოსვლა
ნებისმიერი პუნქტი

3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტი(ები) შეიძლება იქნეს გამოტოვებული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ ნებისმიერი ან ყველა რეისის(ების) შესრულებისას იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან წყდება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო.
4. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ კვირის განმავლობაში განახორციელონ ნებისმიერი რაოდენობის სიხშირე წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული მარშრუტების განაწესის შესაბამისად და უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი ტიპის ავიახომალდით მეხუთე ჰაერის თავისუფლების სრული უფლებით