1. ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები მგზავრების, ეკიპაჟის ან ავიახომალდის ტვირთის მის ტერიტორიაზე დაშვების ან ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, როგორიცაა წესები, რომლებიც ეხება ტერიტორიაზე შესვლას, განბაჟებას, იმიგრაციას, პასპორტებს, საბაჟოს, ვალუტას, ჯანმრთელობასა და კარანტინს, დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ასეთი მგზავრების, ეკიპაჟის ან ტვირთის შემოსვლისას ან ტერიტორიის დატოვებისას, ან ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომელიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო აერონავიგაციაში ჩართული ავიახომალდის მის ტერიტორიაზე დაშვებას ან გამგზავრებას ან ასეთი ავიახომალდის ექსპლოატაციასა და ნავიგაციას მის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გავრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიახომალდზე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 20. ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების არე
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 20, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-20/