1. არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ ექნება უფლება დააწესოს, ან მისცეს უფლება დაწესებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის უფრო მაღალი მომხმარებლის გადასახდელი, ვიდრე დაწესებულია მისი საკუთარი ავიასაწარმოებისათვის, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მსგავს საერთაშორისო საჰაერო ხაზებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს კონსულტაციებს მომხმარებლის გადასახდელის თაობაზე მის შესაბამის საწარმოებსა და იმ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ საწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით, როდესაც შესაძლებელია ამ ავიასაწარმოთა წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით. სათანადო შეტყობინება ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებლის გადასახდელის ცვლილებების შესახებ უნდა მიეწოდოს მომხმარებელს, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს თავის შესაბამის საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის მომხმარებლის გადასახდელთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 17. მომხმარებლის გადასახდელი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
- მუხლი 14. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 15. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 16. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და რეალიზაციები
- მუხლი 18. კონსულტაციები
- მუხლი 19. სადავო საკითხების მოგვარება
- მუხლი 20. ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების არე
- მუხლი 24. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 17, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-17/