1. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი გათავისუფლებული იქნება საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, ასევე, სხვა გადასახდელებისგან, ისევე, როგორც თავისუფლდება:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილი შემდეგი საქონელი:
(i) შეკეთების, მიმდინარე რემონტისა და მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები;
(ii) მგზავრთა მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები;
(iii) ჩატვირთვისათვის საჭირო მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები;
(iv) უშიშროების მოწყობილობები, მათში დასამონტაჟებელი შემადგენელი ნაწილების ჩათვლით;
(v) ინსტრუქტაჟის მასალა და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებები;
(vi) კომპიუტერული მოწყობილობები და შემადგენელი ნაწილები;
(vii) საოფისე მოწყობილობები და უნიფორმები; და
(viii) ავიასაწარმოსა და ექსპლუატანტების დოკუმენტაცია;
b) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილი ან ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მიწოდებული შემდეგი საქონელი:
(i) საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი და თამბაქო), იმ პირობით, რომ ზემოხსენებული მარაგი დარჩება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე, ვიდრე არ იქნება გატანილი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან;
(ii) საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები და მოხმარებადი ტექნიკური მარაგი;
(iii) სათადარიგო ნაწილები, ძრავების ჩათვლით;
იმ პირობით, რომ თითოეულ შემთხვევაში ისინი განკუთვნილია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში მოსახმარად შესაბამისი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზების დაწესების ან მათი ექსპლუატაციის გაგრძელების მიზნით.
2. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, ასევე, სხვა გადასახდელებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსათვის (ავიასაწარმოებისათვის) გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ხარჯებზე.
3. მოწყობილობები და მარაგი, რომლებიც ამ მუხლის (1) პუნქტშია განხილული, შეიძლება, მოთხოვნის საფუძველზე, შენახულ იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები შეთანხმდებიან სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, რათა ამ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს სესხით მისცენ ან გადასცენ ამ მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილი საქონელი, იმ პირობით, თუ ამ სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს იგივე შეღავათები აქვთ მინიჭებული მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ