ან მოქმედების შეჩერება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს ექსპლუატაციის ნებართვა, შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-3 (2) მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:
a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნულ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელშია; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწრმო არ ასრულებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც აძლევს მას ამ უფლებებს; ან
(c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ვერ აწარმოებს ექსპლუატაციას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოგზავნილი მითხოვნის მიღების დღიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებანი
- მუხლი 3. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 4. ავიასაწარმოების დანიშვნა და ნებართვის მიცემა
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 9. ტარიფები
- მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 5, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-5/