1. არის რა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტირება საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის ძირითადი წინაპირობა, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები – უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში (კერძოდ, მათი ვალდებულებები, რომლებიც შემდეგი კონვენციების თანახმად აქვთ მიღებული: კონვენცია; ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“ ოქმის დებულება და 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ კონვენცია და მრავალმხრივი შეთანხმებების დებულებები, რომლებიც სავალდებულო გახდება ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის) – შეადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება და მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს; ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე; მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს – იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. ამ პუნქტში საავიაციო უშიშროების სტანდარტებზე მითითება მოიცავს ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც შეტყობინებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინასწარ მიაწვდის მეორე ხელშემკვრელ მხარეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი აპირებს შეტყობინება გააკეთოს ნებისმიერი განსხვავების თაობაზე.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას და მუქარის გაზრდის შემთხვევებში უშიშროების ამ ღონისძიებების მისადაგებას შექმნილ ვითარებასთან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს (3) პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების დებულებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესასვლელად, სახელმწიფო ტერიტორიის დასატოვებლად ან ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთისაკენ იმ პირობით, რომ სისწრაფე სიცოცხლისათვის მინიმალურ საფრთხეს ქმნიდეს
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 15.02.2011
მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. შეთანხმებული ხაზების
- მუხლი 7. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 8. კოდის ერთობლივი გამოყენება
- მუხლი 9. ტარიფები
- მუხლი 10. სერტიფიკატების და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 11. საბაჟო გადასახადები
- მუხლი 13. ფრენის უსაფრთხოება
- მუხლი 14. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 15. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 16. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და რეალიზაციები
- მუხლი 17. მომხმარებლის გადასახდელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 12, №0, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372359/muxli-12/