1. საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ორივე ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს, რომ მათი ურთიერთვალდებულებები, უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ოქმით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელზედაც ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია.
2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივი ურთიერთობისას, იმოქმედებენ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების სტანდარტებისა და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისათვის აღნიშნული მისაღებია და მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება დაიცვას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნილი მის ტერიტორიაზე შესვლისათვის დადგენილი უშიშროების ზომები და მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი და მათი ბარგი და ხელბარგი, ასევე ტვირთი, საჰაერო ხომალდის მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან მგზავრების, ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინცინდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ შეწყვეტისაკენ.
6. თუ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია გონივრული საფუძველი, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების პირობებს, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. კონსულტაციის დაწყებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა გახდება ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების უფლებამოსილებების შეჩერების, გაუქმების ან მისთვის პირობათა წაყენების საფუძველი. თუ ამას მოითხოვს საგანგებო მდგომარეობა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს თხუთმეტი (15) დღის ამოწურვამდე უფლება აქვს მიმართოს დროებით ღონისძიებას.
7. მე-6 პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერ ზომა წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის დებულებებზე დათანხმებისა