1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მინიჭებული საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან დააწესოს ქვემოთ მოცემული პირობები:
a) ამ ავიასაწარმოს არსებითი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი არ აქვს მინიჭებული მეორე ხელშემკვრელ მხარეს ან მის მოქალაქეებს.
b) ამ ავიასაწარმომ დაარღვია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში (კანონმდებლობის გამოყენება) მითითებულ კანონმდებლობას, ან
c) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მეორე ხელშემკვრელი მხარე არ იცავს და არ იყენებს ამ შეთანხმების მე-9 მუხლით (უსაფრთხოება) დადგენილ სტანდარტებს.
2. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „b“ და „c“ ქვეპუნქტების შემდგომი შეუსრულებლობის თავიდან ასაცილებლად, ამ მუხლით დადგენილი უფლებები გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდგომ.
3. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს თითოეული მხარის უფლებას შეაჩეროს, გააუქმოს, ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან დააწესოს სხვა პირობები ამ საექსპლუატაციო უფლებამოსილებასთან მიმართებით ამ შეთანხმების მე-10 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებების შესაბამისა