1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, საკუთარ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს საბაჟო გადასახდელების, აქციზის, შემოწმების საფასურისა და სხვა სახელმწიფო გადასახდელებისაგან, რომელიც დაწესებულია საჰაერო ხომალდზე, საწვავზე, საცხებ-საპოხ ზეთებზე, გამოსაყენებელ ტექნიკურ მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების ჩათვლით, მის მუდმივ მოწყობილობაზე, საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საკვებით, სასმელებით, თამბაქოთი და სხვა პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოსაყენებლად) და სხვა საგნებზე, როგორიცაა დაბეჭდილი ბილეთები, ავიასატვირთო ზედდებული და ნებისმიერ ნაბეჭდ მასალაზე, რომელზედაც არის კომპანიის ლოგო და დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ უფასოდ გავრცელებული საჯარო მასალა.
2. წინამდებარე მუხლით მინიჭებული გადასახდელებისაგან გათავისუფლება შეეხება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ იმ საგნებს:
a) რომელიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ ან მისი სახელით;
b) რომელიც რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენისას ან გამოფრენისას;
c) რომელიც ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნულია გამოსაყენებლად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დროს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელებისაგან გათავისუფლება გამოიყენება იმისდა მიუხედავად, აღნიშნული საგნები სრულად გამოყენებული ან მოხმარებულია თუ არა იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელიც ათავისუფლებს გადასახდელებისაგან იმის გათვალისწინებით, რომ ეს საგნები არ იქნება გასხვისებული აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
4. ჩვეულებრივი საბორტო აპარატურა, ისევე როგორც მასალა და მარაგი, რომელიც, როგორც წესი, ინახება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით იმ დრომდე, როდესაც მოხდება მათი გატანა ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისა