1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები, განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განსახორციელებლად.

2. ფრენის სიხშირე, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ები)ს მიერ, თანხმდება მხარეებს შორის.

3. ფრენის სიხშირე, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ები)ს მიერ, წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების საგანს. ამგვარი შეთანხმების ან მორიგების პროცესში, ძალაში მყოფ სიხშირის ნორმას ენიჭება უპირატესი ძალა.

4. ზემოხსენებულის მიუხედავად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელონ ნებისმიერი ოდენობის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ერთმანეთის ტერიტორიებს შორის, ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით ჰაერის მე-3, მე-4 და მე-5 თავისუფლებების სრული გამოყენების უფლება, ამ შეთანხმების დანართის მარშრუტის განრიგით განსაზღვრული პუნქტების მიუხედავად. ამგვარი სატვირთი მომსახურება შეიძლება ასევე განხორციელდეს ისეთი ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების შესაბამისად, როგორიცაა ზიარი კოდის გამოყენება, ბლოკ-ადგილები, და სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან), მათ შორის მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთან.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს უფლება აქვთ განახორციელონ ჩარტერული ფრენები მეორე მხარის ტერიტორიაზე, იმ მეორე მხარის რეგულაციების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფენ ამ მომსახურება