1. წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რაც საშუალებას მისცემს:
(a) მის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ყველა ელექტროენერგიის მწარმოებელს და ელექტროენერგიის მიმწოდებელ საწარმოს, რომ უზრუნველყონ ელექტროენერგიის მიწოდება მათი ობიექტებისთვის, შვილობილი კომპანიებისა და უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის პირდაპირი ხაზის საშუალებით; და
(b) მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა უფლებამოსილ მომხმარებელს – მიიღოს ელექტროენერგია პირდაპირი ხაზების საშუალებით მწარმოებლისგან ან მიმწოდებელი საწარმოსგან.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ თავიანთ ტერიტორიაზე პირდაპირი ხაზის მშენებლობისთვის ავტორიზაციის მინიჭების კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმები უნდა იყოს ობიექტური და არადისკრიმინაციული ხასიათის.
3. ამ მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პირდაპირი ხაზების საშუალებით ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს 32-ე მუხლის თანახმად ელექტროენერგიის დაკონტრაქტების შესაძლებლობაზე.
4. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გასცენ ავტორიზაცია პირდაპირი ხაზების მშენებლობაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, 32-ე მუხლის საფუძველზე სისტემაში დაშვებაზე უარის თქმის ან 37-ე მუხლის თანახმად დავის მოგვარების პროცედურის დაწყების პირობით.
5. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უარი თქვან პირდაპირი ხაზის ავტორიზაციაზე, თუ ასეთი ავტორიზაციის მინიჭება ხელს უშლის მე-3 მუხლის პირობების შესრულებას. უარისთვის უნდა არსებობდეს სათანადოდ დასაბუთებული მიზეზები.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოე