1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული საწარმოების ანგარიშების წარმოება მე-2 და მე-3 აბზაცების შესაბამისად.

2. ელექტროენერგეტიკულმა საწარმოებმა, მათი საკუთრების სისტემისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა შეადგინონ, წარადგინონ აუდიტისათვის და გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშები შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ყოველწლიურ ანგარიშებთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად, რომელიც მიღებულია 1978 წლის 25 ივლისის საბჭოს მეოთხე დირექტივის 78/660/EEC20 მიხედვით „გარკვეული ტიპის კომპანიების ყოველწლიური ანგარიშების შესახებ ხელშეკრულების“21 44(2)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტის საფუძველზე.

საწარმოებმა, რომლებსაც სამართლებრივად არ ეკისრებათ წლიური ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება, სათაო ოფისში უნდა იქონიონ ამ ანგარიშების ასლი საზოგადოების განკარგულებაში.

3. შიდა ანგარიშგებისას ელექტროენერგეტიკულმა საწარმოებმა უნდა აწარმოონ ცალკე აღრიცხვა თითოეული გადამცემი და გამანაწილებელი საქმიანობისთვის, რაც მათ მოეთხოვებოდათ იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ საქმიანობას სხვადასხვა საწარმო განახორციელებდა, დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით. მათ ასევე უნდა აწარმოონ სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობის აღრიცხვა, რომელიც არ უკავშირდება გადაცემას ან განაწილებას, რაც შესაძლოა განხორციელდეს კონსოლიდირებული ფორმით. 2007 წლის პირველ ივლისამდე მათ ცალ-ცალკე უნდა აწარმოონ უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის მიწოდებისა და არაუფლებამოსილი მომხმარებლებისთვის მიწოდების საქმიანობის აღრიცხვა. აღრიცხვაში უნდა დაფიქსირდეს შემოსავალი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის მფლობელობიდან. სადაც მიზანშეწონილია, მათ კონსოლიდირებული ფორმით უნდა აწარმოონ სხვა არაელექტროენერგეტიკული საქმიანობის აღრიცხვა. შიდა აღრიცხვა უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისსა და მოგება-ზარალის უწყისს თითოეული საქმიანობისთვის.

4. კერძოდ, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტი უნდა ადასტურებდეს, რომ სრულდება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების თავიდან აცილების ვალდებულება.

თავი VIII

სისტემაზე დაშვების ორგანიზე