1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს სახელმწიფო დონეზე ერთი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი აბზაცი არ უნდა ზღუდავდეს რეგიონალურ დონეზე წევრ სახელმწიფოებში სხვა მარეგულირებელი ორგანოების დანიშვნას იმ პირობით, თუ „სააგენტოს მარეგულირებელ ორგანოთა საბჭოში“ გაერთიანების დონეზე წარმომადგენლობისა და კონტაქტის მიზნებისთვის იქნება ერთი მთავარი წარმომადგენელი რეგულაციის (EC) N 713/2009 მე-14(1) მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი აბზაციდან გამონაკლისის სახით წევრ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს მარეგულირებელი ორგანოები გეოგრაფიულად განცალკევებულ რეგიონში არსებული მცირე სისტემებისთვის, რომელთა მოხმარება 2008 წელს შეადგენდა იმ წევრი სახელმწიფოების საერთო მოხმარების 3%-ზე ნაკლებს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ეს რეგიონი. ეს გამონაკლისი არ უნდა ზღუდავდეს მთავარი წარმომადგენლის დანიშვნას „სააგენტოს მარეგულირებელ ორგანოთა საბჭოში“ გაერთიანების დონეზე წარმომადგენლობისა და კონტაქტის მიზნებისთვის რეგულაციის (EC) N 713/2009 მე-14(1) მუხლის შესაბამისად.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება მიუკერძოებლად და გამჭვირვალე ფორმით. ამ მიზნით წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ დირექტივითა და შესაბამისი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანო:
(a) სამართლებრივად განცალკევებული და ფუნქციურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი სხვა საჯარო თუ კერძო ერთეულისგან;
(b) უზრუნველყოფდეს, რომ მისი თანამშრომლები და მის მართვაზე უფლებამოსილი პირები:
(i) მოქმედებდნენ ნებისმიერი საბაზრო ინტერესისგან დამოუკიდებლად; და
(ii) მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისას არ ითხოვდნენ ან იღებდნენ უშუალო მითითებებს სამთავრობო ან სხვა საჯარო ან კერძო ერთეულებისგან. ეს მოთხოვნა არ ზღუდავს მჭიდრო თანამშრომლობას, სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ან მთავრობის მიერ გაცემულ პოლიტიკის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც არ უკავშირდება 37-ე მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის დასაცავად წევრმა სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა უზრუნველყოს:
(a) მარეგულირებელი ორგანოს მიერ ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსგან დამოუკიდებლად, და ყოველწლიური დამოუკიდებელი საბიუჯეტო ასიგნებების ქონა, გაწერილი ბიუჯეტის შესრულების ავტონომიურობით, და თავისი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონა; და
(b) მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს წევრების, ან საბჭოს არარსებობის შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირების დანიშვნა განსაზღვრული ვადით 5-დან 7 წლამდე, მეორე ვადით დანიშვნის მხოლოდ ერთი უფლებით.
პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო როტაციის სქემის არსებობა საბჭოს წევრებისთვის ან უმაღლესი ხელმძღვანელი პირებისთვის. საბჭოს წევრები ან, საბჭოს არარსებობის შემთხვევაში, უმაღლესი ხელმძღვანელი პირები შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირობებს ან სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით დამნაშავე არიან არასწორი ქცევის ჩადენაშ