1. ნებისმიერმა მარეგულირებელმა ორგანომ ან კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს სააგენტოს დასკვნა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ დირექტივის ან რეგულაციის (EC) N 714/2009 სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის თაობაზე.
2. თხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში სააგენტომ თავისი დასკვნა უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს, რომელმაც ეს დასკვნა მოითხოვა, ან კომისიას შესაბამისად, და გადაწყვეტილების მიმღებ მარეგულირებელ ორგანოს.
3. თუ გადაწყვეტილების მიმღები მარეგულირებელი ორგანო შესაბამისობაში არ მოვა სააგენტოს დასკვნასთან ასეთი დასკვნის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას.
4. ნებისმიერ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც მიიჩნევს რომ სხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ამ დირექტივითა და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებს, შეუძლია აცნობოს კომისიას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
5. თუ მე-3 აბზაცის შესაბამისად სააგენტოს მიერ შეტყობინებიდან ან მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში საკუთარი ინიციატივით კომისია დაადგენს, რომ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვს წარმოშობს მის შესაბამისობასთან დაკავშირებით ამ დირექტივითა და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებთან, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს საქმის გამოძიების გაგრძელება. ასეთ შემთხვევაში მან უნდა მოიწვიოს მარეგულირებელი ორგანო და საქმის წარმოების მხარეები მარეგულირებელი ორგანოს წინაშე მათი მოსაზრებების წარმოსადგენად.
6. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების გაგრძელების შესახებ, მან ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება:
(a) სადავო არ გახადოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ან
(b) მოსთხოვოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს თავისი გადაწყვეტილების გაუქმება სახელმძღვანელო მითითებებთან შეუსაბამობის საფუძვლით.
7. თუ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების გაგრძელების შესახებ ან საბოლოო გადაწყვეტილებას მე-5 და მე-6 აბზაცებით დადგენილ ვადებში შესაბამისად, ითვლება, რომ მას არ აქვს პრეტენზია მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმართ.
8. მარეგულირებელმა ორგანომ ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება მათი გადაწყვეტილებების გაუქმებასთან დაკავშირებით და აცნობოს კომისიას ამის შესახებ.
9. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ის პროცედურა, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს ამ მუხლის გამოყენებისას. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე 46(2)-ე მუხლის თანახმა