1. ზომები, რომლებიც წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს ამ დირექტივის შესაბამისად თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად, უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 30-ე მუხლს და აგრეთვე გაერთიანების კანონმდებლობას.
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ზომები უნდა იყოს თანაზომიერი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე. ეს ზომები შესაძლოა ამოქმედდეს მხოლოდ მათი კომისიისათვის შეტყობინებისა და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ.
3. კომისიამ რეაგირება უნდა მოახდინოს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ შეტყობინებაზე მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში. პერიოდის ათვლა დაიწყება სრული ინფორმაციის მიღებიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ მოახდენს რეაგირებას ორი თვის განმავლობაში ჩაითვლება, რომ მას არ გააჩნია პრეტენზია აღნიშნულ ზომებთან დაკავშირები