ენერგეტიკის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებას, მოწყობილობების ან დანადგარების უსაფრთხოებას ან სისტემის მთლიანობას, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს დროებითი აუცილებელი დამცავი ზომები.

ამ ზომებმა შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ბაზრის ფუნქციონირების მინიმალური შეფერხება და არ უნდა აღემატებოდეს იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია მოულოდნელად წარმოშობილი სირთულეების აღმოსაფხვრელად.

დაინტერესებულმა წევრმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას, რომელთაც შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს მიერ ასეთი ზომების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას და უარყოფითად მოქმედებენ ვაჭრობაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესებ