1. მარეგულირებელმა ორგანოებმა კონსულტაციები უნდა გაიარონ და მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ერთმანეთს და სააგენტოს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ დირექტივით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გაცვლილ ინფორმაციასთან მიმართებაში ინფორმაციის მიმღებმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის ის დონე, რასაც ითხოვს ინფორმაციის გამცემი ორგანო.
2. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ მინიმუმ რეგიონალურ დონეზე, რათა:
(a) ხელი შეუწყონ საოპერაციო მექანიზმების შექმნას ქსელის ოპტიმალური მართვის მიზნით, ასევე ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გადანაწილებას და უზრუნველყონ ურთიერთკავშირის სიმძლავრის ადეკვატური დონე, მათ შორის ახალი ურთიერთკავშირი, რეგიონში და რეგიონებს შორის, რაც იძლევა ეფექტური კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში მიმწოდებელ საწარმოებს შორის დისკრიმინაციის გარეშე.
(b) კოორდინაცია გაუწიონ ყველა ქსელის კოდექსის შემუშავებას შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის და ბაზრის სხვა წევრებისათვის; და
(c) კოორდინაცია გაუწიონ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებას.
3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ გააფორმონ ერთმანეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
4. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ქმედებები, სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე, მათი კონკრეტული კომპეტენციების შეუზღუდავად.
5. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები ერთმანეთთან და სააგენტოსთან თანამშრომლობისას მარეგულირებელი ორგანოების მოვალეობათა ფარგლებთან დაკავშირებით. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე 46(2)-ე მუხლის თანახმა