1. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ აკრძალონ თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაცია მომხმარებელზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ასეთი რეალიზაციის აღსაკვეთად. თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო დისტანციურ რეალიზაციაში ჩართულმა საცალო ვაჭრობის პუნქტებმა არ უნდა მიაწოდონ ასეთი ნაწარმი მომხმარებელს იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ასეთი ნაწარმის რეალიზაცია აკრძალულია. წევრმა სახელმწიფოებმა, სადაც აღნიშნული რეალიზაცია არ არის აკრძალული, უნდა მოსთხოვონ საცალო ვაჭრობის პუნქტებს, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში მყოფ მომხმარებელზე ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაციის განხორციელებას, დარეგისტრირება იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებში, სადაც დაფუძნებულია საცალო ვაჭრობის პუნქტი და ასევე სადაც იმყოფებიან რეალური ან პოტენციური მომხმარებლები. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაფუძნებული საცალო ვაჭრობის პუნქტები უნდა დარეგისტრირდნენ იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებში, სადაც იმყოფებიან რეალური ან პოტენციური მომხმარებლები. ყველა საცალო ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც აპირებს ტრანსსასაზღვრო დისტანციურ რეალიზაციაში მონაწილეობას, რეგისტრაციისას უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:
სახელწოდება ან კორპორატიული დასახელება და საქმიანობის განხორციელების ადგილის მუდმივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამბაქოს ნაწარმის მიწოდება;
მომხმარებლებისთვის ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაციის გზით თამბაქოს ნაწარმის საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებათა მეშვეობით შეთავაზების დაწყების თარიღი, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 98/34/EC 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში;
ამ მიზნით გამოყენებული ვებგვერდ(ებ)ის მისამართი და ვებგვერდის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია.
2. წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა წვდომა მათთან დარეგისტრირებული ყველა საცალო ვაჭრობის პუნქტის სიაზე. ამ სიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან დირექტივით 95/46/EC განსაზღვრული წესები და დამცავი ღონისძიებები. საცალო ვაჭრობის პუნქტს შეუძლია თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსება ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაციის გზით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში მისი რეგისტრაციის დასტურს.
3. წევრმა სახელმწიფომ, სადაც მოხდა თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაციის გზით, შესაძლოა მოსთხოვოს მიმწოდებელ საცალო ვაჭრობის პუნქტს ფიზიკური პირის კანდიდატურის წამოყენება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეამოწმოს, სანამ მომხმარებელი მიიღებს თამბაქოს ნაწარმს, რომ აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის მიხედვით დანიშნულების წევრ სახელმწიფოში მიღებული ეროვნული სამართლის ნორმების მოთხოვნებს, თუ ასეთი შემოწმება აუცილებელია მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მათი განხორციელების ხელშეწყობისთვის.
4. ტრანსსასაზღვრო დისტანციულ რეალიზაციაში ჩართულ საცალო ვაჭრობის პუნქტს უნდა ჰქონდეს ასაკის შემოწმების სისტემა, რომელიც რეალიზაციის მომენტში გააკონტროლებს, რომ მყიდველი აკმაყოფილებდეს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალური ასაკის მოთხოვნებს. საცალო ვაჭრობის პუნქტმა ან მე-3 პუნქტის მიხედვით დასახელებულმა ფიზიკურმა პირმა უნდა წარუდგინოს ასეთი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს ასაკის შემოწმების სისტემის დეტალებისა და მისი ფუნქციონირების აღწერილობა.
5. საცალო ვაჭრობის პუნქტმა უნდა დაამუშაოს მომხმარებლის პირადი მონაცემები მხოლოდ დირექტივის 95/46/EC შესაბამისად და დაუშვებელია ამ მონაცემების გამჟღავნება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებისთვის ან კომპანიათა ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ან სხვა მესამე მხარეებისთვის. დაუშვებელია პირადი მონაცემების გამოყენება ან გადაცემა რეალური შესყიდვის გარდა სხვა მიზნებისთვის. ეს მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საცალო ვაჭრობის პუნქტი წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ნაწილ