1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ,რომ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდონ სრული და სწორი ინფორმაცია, რომელიც სავალდებულოა წინამდებარე დირექტივის მიხედვით, ამავე დირექტივაში მითითებულ ვადებში. მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება ძირითადად მწარმოებელს, თუ მწარმოებელი დაფუძნებულია ევროკავშირში. მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება ძირითადად იმპორტიორს, თუ მწარმოებელი დაფუძნებულია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ხოლო იმპორტიორი დაფუძნებულია ევროკავშირში. მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ერთობლივად ეკისრება მწარმოებელსა და იმპორტიორს, თუ ორივე მათგანი დაფუძნებულია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბაზარზე არ განთავსდეს ის თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის, მათ შორის, ამ დირექტივით გათვალისწინებული განმახორციელებელი და დელეგირებული აქტების მოთხოვნებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსება, თუ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულებები არ სრულდება.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ სანქციების წესები, რომლებიც ვრცელდება წინამდებარე დირექტივის თანახმად მიღებული ეროვნული სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევებზე, და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ასეთი წესების აღსრულების უზრუნველსაყოფად. სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. ნებისმიერი ფინანსური ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც შეიძლება დაწესდეს წესების განზრახ დარღვევის შედეგად, უნდა უზრუნველყოფდეს დარღვევის შედეგად მისაღები ეკონომიკური უპირატესობის კომპენსირებას.

4. წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ევროკომისიასთან წინამდებარე დირექტივის სწორი გამოყენებისა და სათანადო აღსრულების უზრუნველსაყოფად და ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია წინამდებარე დირექტივის ერთგვაროვნად გამოყენებისთვი