1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შეტყობინების გაგზავნა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებისთვის ნებისმიერი ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის განთავსებასაც ისინი აპირებენ შესაბამის ეროვნულ ბაზარზე. შეტყობინება წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, ბაზარზე დაგეგმილი განთავსების თარიღამდე ექვსი თვით ადრე. შეტყობინებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ახალი თამბაქოს ნაწარმის დეტალური აღწერილობა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქციები და ინფორმაცია მისი ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ მე-5 მუხლის შესაბამისად. თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ შეტყობინების წარმდგენმა მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა ასევე უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინონ შემდეგი:

არსებული სამეცნიერო კვლევები თამბაქოს ახალი ნაწარმის ტოქსიკურობაზე, შეჩვევის გამომწვევ მახასიათებლებსა და მიმზიდველობაზე, კერძოდ, მის ინგრედიენტებსა და მისგან გამოფრქვეულ ნივთიერებებთან დაკავშირებით;

არსებული კვლევები, მათი მოკლე შეჯამება და ბაზრის კვლევა მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდებისა და ამჟამინდელი მწეველების, უპირატესობებთან დაკავშირებით;

სხვა არსებული და შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის პროდუქტის რისკის/სარგებლის ანალიზი, მისი მოსალოდნელი ზემოქმედება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაზე, მისი მოსალოდნელი ზემოქმედება თამბაქოს მოხმარების დაწყებასა და მომხმარებლის მოსალოდნელ აღქმაზე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისგან ამ წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის ნებისმიერი ახალი ან განახლებული ინფორმაციის გადაგზავნა 1-ლი პუნქტის (a)-(c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კვლევების შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა მოსთხოვონ თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლებსა ან იმპორტიორებს დამატებითი ტესტების ჩატარება ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ყველა ინფორმაცია წევრმა სახელმწიფოებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ევროკომისიისთვის.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დანერგონ თამბაქოს ახალი ნაწარმის ავტორიზაციის სისტემა. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დააკისრონ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ავტორიზაციის თანაზომიერი გადასახადები.

4. ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ახალი ნაწარმი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს. წინამდებარე დირექტივის თუ რომელი დებულებები ვრცელდება თამბაქოს ახალ ნაწარმზე დამოკიდებულია იმაზე, ეს ნაწარმი განეკუთვნება არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმის თუ მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის კარეგორიას.

კარი III

ელექტრონული სიგარეტი და მოსაწევი მცენარეული პროდუქტე