1. წინამდებარე დირექტივით დარეგულირებულ ასპექტებთან მიმართებაში და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უფლება არ აქვთ აკრძალონ ან შეზღუდონ ბაზარზე იმ თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის განთავსება, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებს.

2. წინამდებარე დირექტივა გავლენას არ ახდენს წევრი სახელმწიფოს უფლებაზე შეინარჩუნოს ან შემოიღოს დამატებითი მოთხოვნები თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელდება ამ წევრი სახელმწიფოს ბაზარზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე, თუ ეს მოთხოვნები გამართლებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფუძვლებით, წინამდებარე დირექტივის თანახმად ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვის გათვალისწინებით. ეს ზომები უნდა იყოს თანაზომიერი და დაუშვებელია წარმოადგენდეს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის თვითნებური დისკრიმინაციის ან შენიღბულად შეზღუდვის საშუალებას. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ევროკომისიას, მათი შენარჩუნების ან შემოღების საფუძვლების მითითებით.

3. წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა ასევე აკრძალოს გარკვეული კატეგორიის თამბაქო ან თამბაქოს ნაწარმი ამ წევრ სახელმწიფოში არსებულ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული მიზეზებით და იმ პირობით, თუ ეს სამართლის ნორმები გამართლებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებით, წინამდებარე დირექტივის მეშვეობით მიღწეული ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვის გათვალისწინებით. აღნიშნული ეროვნული სამართლის ნორმების შესახებ უნდა ეცნობოს ევროკომისიას, მათი შემოღების საფუძვლების მითითებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის ვადაში ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს ან უარყოს ეროვნული სამართლის ნორმები მას შემდეგ, რაც გადაამოწმებს, წინამდებარე დირექტივის მეშვეობით მიღწეული ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს სამართლის ნორმები გამართლებული, აუცილებელი და მათი მიზნის პროპორციული და წარმოადგენენ თუ არა ისინი წევრ სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის თვითნებური დისკრიმინაციის ან შენიღბული შეზღუდვის საშუალებას. ევროკომისიის მიერ ექვსი თვის ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ეროვნული სამართლის ნორმები ითვლება დამტკიცებულა