1. 2016 წლის 20 მაისიდან არაუგვიანეს ხუთი წლის მანძილზე და მას შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ევროკომისიამ უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტს, საბჭოს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და რეგიონების კომიტეტს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ანგარიშის შედგენისას ევროკომისიას დახმარება უნდა გაუწიონ სამეცნიერო დარგის ექსპერტებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა, რათა მიაწოდონ მას ყველა საჭირო ინფორმაცია.
2. კერძოდ, თავის ანგარიშში ევროკომისიამ უნდა მიუთითოს დირექტივის ის ელემენტები, რომელთა განხილვა და ადაპტირებაც უნდა მოხდეს სამეცნიერო და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების, მათ შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული წესებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ევროკომისიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგზე:
შეფუთვის ზედაპირის დიზაინთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილება, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე დირექტივით, შიდასახელმწიფოებრივი, საერთაშორისო, სამართლებრივი, ეკონომიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით;
ბაზარზე განვითარებული მოვლენები თამბაქოს ახალ ნაწარმთან დაკავშირებით, მათ შორის, მე-19 მუხლის თანახმად მიღებული შეტყობინებები;
ბაზარზე განვითარებული მოვლენები, რომლებიც იწვევს გარემოებათა არსებით ცვლილებას;
ევროპული სისტემის შესაბამისობა, სარგებელი და შესაძლო ზემოქმედება თამბაქოს ნაწარმში გამოყენებული ინგრედიენტების რეგულირებისთვის, მათ შორის, ევროკავშირის დონეზე იმ ინგრედიენტების ნუსხის შედგენა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ან არსებობდეს თამბაქოს ნაწარმში ან დაემატოს თამბაქოს ნაწარმს, მათ შორის, მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით შეგროვებული ინფორმაციის გათვალისწინებით;
ბაზარზე განვითარებული მოვლენები 7.5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე სიგარეტთან დაკავშირებით, ასევე მომხმარებლის აღქმა ასეთი სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებით და მისი შეცდომაში შემყვანი ხასიათი;
ევროკავშირის იმ მონაცემთა ბაზის შესაბამისობა, სარგებელი და შესაძ₾ლო ზემოქმედება, რომელიც შეიცავს მე-5 და მე-6 მუხლების თანახმად შეგროვებულ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და ამ ნაწარმიდან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ;
ბაზარზე განვითარებული მოვლენები ელექტრონულ სიგარეტთან და ელექტრონული სიგარეტის რეზერვუარებთან დაკავშირებით, მათ შორის, მე-20 მუხლის შესაბამისად შეგროვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ახალგაზრდებისა და არამწეველების მიერ ამ ნაწარმის მოხმარების დაწყების, მოწევის შეწყვეტის მცდელობებზე ამ ნაწარმის ზემოქმედების და ასევე არომატებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომების შესახებ;
ბაზარზე განვითარებული მოვლენები და მომხმარებელთა უპირატესობები ნარგილეს თამბაქოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აქცენტით მის არომატებზე.
წევრმა სახელმწიფოებმა დახმარება უნდა გაუწიონ ევროკომისიას და მიაწოდონ მას ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეფასების ჩასატარებლად და ანგარიშის მოსამზადებლად.
3. ამ ანგარიშს უნდა მოჰყვეს წინადადებები წინამდებარე დირექტივაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებსაც ევროკომისია საჭიროდ მიიჩნევს ამ დირექტივის თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის სფეროში განვითარებულ მოვლენებთან ადაპტირების მიზნით, რამდენადაც ეს საჭიროა შიდა ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, და სამეცნიერო ფაქტებისა და სამეცნიერო თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების საფუძველზე ამ უკანასკნელის გათვალისწინების მიზნით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებულ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ სტანდარტებთან მიმართებაშ