1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2016 წლის 20 მაისამდე. მათ მაშინვე უნდა გააცნონ ევროკომისიას ამ სამართლის ნორმების ტექსტი.

წევრმა სახელმწიფოებმა ეს ზომები უნდა გამოიყენონ 2016 წლის 20 მაისიდან, მე-7(14), მე-10(1)(e), მე-15(13) და მე-16(3) მუხლების დაურღვევლად.

2. წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული სამართლის ნორმების მიღებისას, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან მათ თან უნდა დაერთოს ამგვარი მითითება მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში. ისინი ასევე უნდა შეიცავდნენ განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ სამართლის ნორმებში არსებული მითითებები წინამდებარე დირექტივით გაუქმებულ დირექტივაზე უნდა განიმარტოს, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ასეთი მითითების გაკეთებისა და ამგვარი განცხადების ფორმულირების წესები.

3. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროშ