1. მე-15 მუხლში მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის გარდა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის ყველა კოლოფს ჰქონდეს ხილული და უხილავი ელემენტებისგან შემდგარი, განზრახ დაზიანებისგან დამცავი უსაფრთხოების მახასიათებელი. უსაფრთხოების მახასიათებელი ისე უნდა დაიბეჭდოს ან მიმაგრდეს კოლოფზე, რომ არ იშლებოდეს, არ იყოს დაფარული ან მისი მთლიანობა არ ირღვეოდეს რაიმე ფორმით, მათ შორის, აქციზური მარკით და ფასის ეტიკეტით ან კანონმდებლობით დაწესებული სხვა ელემენტებით.
წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მოითხოვენ ფისკალური მიზნებისთვის აქციზური მარკების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებას, შესაძლოა გასცენ ნებართვა მათ გამოყენებაზე უსაფრთხოების მახასიათებლად იმ პირობით, თუ აქციზური მარკები ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები აკმაყოფილებენ ამ მუხლით განსაზღვრულ ყველა ტექნიკურ სტანდარტს და ფუნქციას.
2. ევროკომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების მახასიათებლის ტექნიკური სტანდარტები და მათი შესაძლო როტაცია და მოახდინონ მათი ადაპტირება სამეცნიერო და ტექნიკური თვალსაზრისით და ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან.
ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
3. 1-ლი პუნქტი ვრცელდება სიგარეტსა და შესახვევ თუთუნზე 2019 წლის 20 მაისიდან, ხოლო სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის გარდა თამბაქოს სხვა ნაწარმზე – 2024 წლის 20 მაისიდან.
საწუწნი თამბაქო, თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაცია და და თამბაქოს ახალი ნაწარ