1. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მოსაწევი თამბაქოს ნაწარმი, სიგარეტის, შესახვევი თუთუნისა და ნარგილეს თამბაქოს გარდა, გაათავისუფლონ მე-9(2) მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო გზავნილისა და მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში, და მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული ზოგადი გაფრთხილების გარდა, ასეთი ნაწარმის თითოეულ კოლოფზე და გარე შეფუთვაზე უნდა განთავსდეს I დანართში ჩამოთვლილი ერთ-ერთი ტექსტური გაფრთხილება. მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული ზოგადი გაფრთხილება უნდა მოიცავდეს მითითებას მე-10(1)(b) მუხლით გათვალისწინებულ მოწევის შეწყვეტის სერვისებზე.

ზოგადი გაფრთხილება უნდა განთავსდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის ყველაზე უფრო ხილვად ზედაპირზე.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეული ტექსტური გაფრთხილება შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობით განთავსდეს თითოეული ბრენდის ამ ნაწარმზე. ტექსტური შეტყობინება უნდა განთავსდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის რიგით მეორე ყველაზე ხილვად ზედაპირზე.

გადასახსნელი სახურავის მქონე კოლოფების შემთხვევაში, რიგით მეორე ყველაზე ხილვადი ზედაპირი არის ის ზედაპირი, რომელიც ჩანს კოლოფის გახსნისას.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი გაფრთხილება უნდა ფარავდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის შესაბამისი ზედაპირის 30%-ს. ეს პროპორცია უნდა გაიზარდოს 32%-მდე ორი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელმწიფოებისთვის, ხოლო 35%-მდე – ორზე მეტი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელწიფოებისთვის.

3. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ტექსტური გაფრთხილება უნდა ფარავდეს კოლოფისა და გარე შეფუთვის შესაბამისი ზედაპირის 40 %-ს. ეს პროპორცია უნდა გაიზარდოს 45%-მდე ორი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელმწიფოებისთვის, ხოლო 50%-მდე – ორზე მეტი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელწიფოებისთვის.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს ზედაპირზე, რომლის ფართი აღემატება 150 სმ2-ს, ასეთი გაფრთხილება უნდა ფარავდეს ამ ფართიდან 45 სმ2-ს. ეს პროპორცია უნდა გაიზარდოს 48 სმ2-მდე ორი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელმწიფოებისთვის, ხოლო 52,5 სმ2მდე – ორზე მეტი სახელმწიფო ენის მქონე წევრი სახელწიფოებისთვის.

5. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილება უნდა აკმაყოფილებდეს მე-9(4) მუხლის მოთხოვნებს. სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი უნდა განთავსდეს ძირითადი ტექსტის პარალელურად, ამ გაფრთხილებისთვის გამოყოფილ ზედაპირზე.

სამედიცინო გაფრთხილება შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, რომლის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. და არაუმეტეს 4 მმ. ეს ჩარჩო უნდა განთავსდეს სამედიცინო გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ზედაპირის ფართის გარეთ.

6. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული პროდუქტის კატეგორიის ზემოთაღნიშნული მოთხოვნისგან გათავისუფლების შესაძლებლობის გაუქმების მიზნით, თუ ევროკომისიის ანგარიშით დადგინდება, რომ სახეზეა გარემოებათა არსებითი ცვლილება პროდუქტის შესაბამის კატეგორიასთან მიმართებაშ