1. მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან გარე შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი ზოგადი ხასიათის გაფრთხილება:
„მოწევა კლავს – დაანებე თავი მოწევას“
ან
„მოწევა კლავს“
წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, პირველ ქვეაბზაცში მითითებულ თუ რომელ ზოგად გაფრთხილებას გამოიყენებენ.
2. მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან გარე შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი საინფორმაციო გზავნილი:
„თამბაქოს კვამლი შეიცავს 70-ზე მეტ ნივთიერებას, რომლებიც ცნობილია რომ იწვევს კიბოს“.
3. სიგარეტის კოლოფებსა და შესახვევი თუთუნის მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის კოლოფებზე ზოგადი გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს კოლოფის ერთ-ერთი გვერდითი ზედაპირის ქვედა ნაწილში, ხოლო საინფორმაციო გზავნილი – მეორე გვერდითი ზედაპირის ქვედა ნაწილში. აღნიშნულ სამედიცინო გაფრთხილებათა სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ.
ასახდელსახურავიანი კოლოფების შემთხვევაში, რომელთაც აქვთ გადასახსნელი სახურავი რის შედეგადაც კოლოფის გახსნისას გვერდითი ზედაპირები ორად იყოფა, ზოგადი გაფრთხილება და საინფორმაციო გზავნილი მთლიანად უნდა განთავსდეს ამ გაყოფილი ზედაპირების უფრო დიდი ზომის ნაწილებში. ზოგადი გაფრთხილება ასევე უნდა განთავსდეს ზედა ზედაპირის შიდა მხარეს, რომელიც გამოჩნდება კოლოფის გახსნის დროს.
ამ სახის კოლოფის გვერდითი ზედაპირების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 16 მმ.
ტომსიკებში მოთავსებული შესახვევი თუთუნის შემთხვევაში, ზოგადი გაფრთხილება და საინფორმაციო გზავნილი უნდა განთავსდეს იმ ზედაპირებზე, სადაც ისინი მთლიანად გამოჩნდება. ცილინდრული ფორმის კოლოფებში მოთავსებული შესახვევი თუთუნის შემთხვევაში, ზოგადი გაფრთხილება უნდა განთავსდეს სახურავის გარე ზედაპირზე, ხოლო საინფორმაციო გზავნილი – სახურავის შიდა ზედაპირზე.
როგორც ზოგადი გაფრთხილება ისე საინფორმაციო გზავნილი უნდა ფარავდეს იმ ზედაპირების 50%-ს, რომლებზეც ისინია დაბეჭდილი.
4. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზოგადი გაფრთხილება და საინფორმაციო გზავნილი:
უნდა დაიბეჭდოს შავი, გამუქებული Helvetica შრიფტით თეთრ ფონზე. ენობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ განსაზღვრონ შრიფტის ზომა, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ისეთი შრიფტის ზომა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი ტექსტი დაიკავებს სამედიცინო გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ზედაპირის მაქსიმალურად დიდ ნაწილს; და
გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ზედაპირის ცენტრში და მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის კოლოფებსა და ნებისმიერ გარე შეფუთვაზე უნდა განთავსდეს კოლოფის ან გარე შეფუთვის გვერდითი კიდის პარალელურად.
5. ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს მე-2 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო გზავნილის ფორმულირების ადაპტირება სამეცნიერო თვალსაზრისით და ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან.
6. ევროკომისიამ განმახორციელებელი აქტებით უნდა განსაზღვროს ზოგადი გაფრთხილებისა და საინფორმაციო გზავნილის ზუსტი ადგილმდებარეობა ტომსიკებში მოთავსებულ შესახვევ თუთუნზე, ტომსიკების განსხვავებული ფორმების გათვალისწინებით.
ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა