1. მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულებების გარდა, გაზრდილი ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება პრიორიტეტულ ნუსხაში შეტანილ გარკვეულ დანამატებზე, რომლებსაც შეიცავს სიგარეტი და შესახვევი თუთუნი. ევროკომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტები, რომლითაც დადგინდება და შემდგომში განახლდება დანამატების პრიორიტეტული ნუსხა. ნუსხაში უნდა შევიდეს ის დანამატები:

რომელთა მიმართებაშიც სხვა იურისდიქციებში არსებობს პირველადი მითითებები, კვლევა ან რეგულაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტის (a)-(d) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი მახასიათებელი; და

რომლებიც არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული დანამატები წონის ან რაოდენობის მიხედვით, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ინგრედიენტების ანგარიშგების მიხედვით.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს მუხლში 25(2)-ე მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად. დანამატების პირველი ნუსხა მიღებულ უნდა იქნეს 2016 წლის 20 მაისამდე და ის უნდა მოიცავდეს მინიმუმ15 დანამატს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ ნუსხაში შეტანილი დანამატების შემცველი სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ყოვლისმომცველი კვლევების ჩატარება, რომელთა საშუალებითაც თითოეულ დანამატთან დაკავშირებით შესწავლილ უნდა იქნეს:

ხელს უწყობს თუ არა აღნიშნული დანამატი შესაბამისი ნაწარმის ტოქსიკურობას ან მასზე შეჩვევას და ამის შედეგად მნიშვნელოვნად ან გაზომვად დონემდე იზრდება თუ არა შესაბამისი ნაწარმის ტოქსიკურობა ან მასზე შეჩვევა;

აძლევს თუ არა ნაწარმს დამახასიათებელ არომატს;

ხელს უწყობს თუ არა ნიკოტინის შესუნთქვას ან მოხმარებას; ან

იწვევს თუ არა იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებსაც აქვთ კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლები, ან ასეთი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდას, და მნიშვნელოვნად ან გაზომვად დონეზე იზრდება თუ არა აღნიშნულის შედეგად რომელიმე ნაწარმის კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლები.

3. ამ კვლევებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნაწარმის მიზნობრივი გამოყენება და, განსაკუთრებით, შესწავლილ უნდა იქნეს წვის პროცესის შედეგად გამოფრქვეული ნივთიერებები, რომლებშიც შედის აღნიშნული დანამატი. ამ კვლევებით აგრეთვე შესწავლილ უნდა იქნეს დანამატის ურთიერთქმედება შესაბამის ნაწარმში შემავალ სხვა ინგრედიენტებთან. მწარმოებლებსა თუ იმპორტიორებს, რომლებიც თავიანთ თამბაქოს ნაწარმში იყენებენ ერთსა და იმავე დანამატს, უფლება აქვთ ერთობლივად განახორციელონ კვლევა ამ დანამატის შედარებადი ნაწარმის შემადგენლობაში გამოყენებისას.

4. მწარმოებლებმა ან იმპორტიორებმა უნდა მოამზადონ ანგარიში ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს მოკლე შეჯამებას და ყოვლისმომცველ მიმოხილვას, რომელშიც შეჯამებული იქნება ამ დანამატთან დაკავშირებით არსებული სამეცნიერო ლიტერატურა და მის ზემოქმედების შედეგებთან დაკავშირებული შიდა მონაცემები.

მწარმოებლებმა ან იმპორტიორებმა აღნიშნული ანგარიშები უნდა წარუდგინონ ევროკომისიას, ხოლო მათი ასლები – იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც ამ დანამატის შემცველი თამბაქოს ნაწარმი განთავსებულია ბაზარზე, 1-ლი პუნქტის შესაბამისად ამ დანამატის პრიორიტეტულ ნუსხაში შეტანიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში. ევროკომისიამ და შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ასევე მოსთხოვონ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოცემულ დანამატთან დაკავშირებით. ასეთი დამატებითი ინფორმაცია წარმოადგენს ანგარიშის შემადგენელ ნაწილს.

ევროკომისიამ და შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა მოითხოვონ ამ ანგარიშების შეფასება დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანოს კოლეგა ექსპერტების მიერ, კერძოდ, ამ ანგარიშების ყოვლისმომცველობასთან, მეთოდოლოგიასა და დასკვნებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში მე-7 მუხლის შესაბამისად. წევრმა სახლემწიფოებმა და ევროკომისიამ შესაძლოა დაუწესონ თანაზომიერი გადასახადი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს კოლეგა ექსპერტების შეფასებისთვის.

5. ევროკომისიის რეკომენდაციით 2003/361/EC18 განსაზღვრული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები უნდა გათავისუფლდნენ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, თუ ამ დანამატის შესახებ ანგარიში მომზადებულია სხვა მწარმოებლის ან იმპორტიორის მიე