წინამდებარე დირექტივის მიზანია წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული სამართლის ნორმების დაახლოება შემდეგთან დაკავშირებით:

თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტები და თამბაქოს ნაწარმიდან გამოფრქვეული ნივთიერებები და მასთან დაკავშირებული ანგარიშგების ვალდებულებები, მათ შორის, სიგარეტიდან გამოფრქვეული კუპრის, ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის მაქსიმალური დონეები;

თამბაქოს ნაწარმის ეტიკეტირებისა და შეფუთვის გარკვეული ასპექტები, მათ შორის, სამედიცინო გაფრთხილებები, რომლებიც დატანილია თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე და ნებისმიერ გარე შეფუთვაზე, აგრეთვე, მიკვლევადობისა და უსაფრთხოების მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმზე მათი წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

საწუწნი თამბაქოს ბაზარზე განთავსების აკრძალვა;

თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაცია;

ახალი თამბაქოს ნაწარმის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულება;

თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული გარკვეული პროდუქტების, კერძოდ ელექტრონული სიგარეტის და ელექტრონული სიგარეტის რეზერვუარების და მოსაწევი მცენარეული პროდუქტების, ბაზარზე განთავსება და ეტიკეტირება;

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის შიდა ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში, და „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით“ გათვალისწინებული ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების მიზნი