1. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე და ნებისმიერ გარე შეფუთვაზე დატანილ უნდა იქნეს წინამდებარე თავით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილება იმ წევრი სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე ან ენებზე, სადაც ეს ნაწარმი ბაზარზეა განთავსებული.
2. სამედიცინო გაფრთხილება უნდა ფარავდეს კოლოფის ან გარე შეფუთვის მთელ ზედაპირს, რომელიც ამ გაფრთხილებისთვისაა გამოყოფილი, და დაუშვებელია მათზე კომენტარის გაკეთება, მათი გადაკეთება ან რაიმე სხვა სახით მითითება.
3. თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსებისას წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კოლოფზე და ნებისმიერ გარე შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება დაბეჭდილი იყოს ისე, რომ არ სცილდებოდეს, არ იშლებოდეს და მთლიანად კარგად ჩანდეს, ასევე არ იყოს ნაწილობრივ ან სრულად დაფარული ან მისი მთლიანობა არ ირღვეოდეს აქციზური მარკით, ფასის ეტიკეტით, უსაფრთხოების მახასიათებლებით, შესაფუთი მასალით, კოლოფის ჩასადებით, ყუთით ან სხვა ნივთით. თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე, სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის ტომსიკების გარდა, სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება განთავსდეს სტიკერებით, თუ მათი მოცილება შეუძლებელია. სამედიცინო გაფრთხილება ხელუხლებელი უნდა დარჩეს კოლოფის გახსნისას, გადასაწევი სახურავის მქონე კოლოფების გარდა, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია სამედიცინო გაფრთხილების გაყოფა კოლოფის გახსნისას ისე, რომ ტექსტის, სურათისა და მოწევის შეწყვეტის შესახებ ინფომაციის გრაფიკული მთლიანობა და ხილვადობა არ დაირღვეს.
4. სამედიცინო გაფრთხილება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფარავდეს კოლოფზე განთავსებულ აქციზურ მარკას, ფასის ეტიკეტს, თავლყურის მიდევნებისა და მიკვლევადობის ნიშანს ან უსაფრთხოების მახასიათებლებს, ან არღვევდეს მათ მთლიანობას.
5. მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილების ზომები გამოთვლილ უნდა იქნეს დახურული კოლოფის შესაბამის ზედაპირთან მიმართებაში.
6. სამედიცინო გაფრთხილება შემოფარგლული უნდა იყოს 1 მმ. სიგანის შავი ჩარჩოთი სამედიცინო გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ზედაპირის ფართის შიგნით, გარდა მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილებისა.
7. მე-9(5), მე-10(3) და მე-12(3) მუხლების მიხედვით სამედიცინო გაფრთხილების ადაპტირებისას, ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაფრთხილება შეიცავდეს ფაქტობრივ ინფორმაციას, ან რომ წევრ სახელმწიფოს შეეძლოს ორ გაფრთხილებას შორის არჩევა, რომელთაგანაც ერთი შეიცავს ფაქტობრივ ინფორმაციას.
8. კოლოფზე და ნებისმიერ გარე შეფუთვაზე განთავსებული გამოსახულებები, რომელთა სამიზნე სექტორსაც წარმოადგენენ ევროკავშირის მომხმარებლები, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ თავის მოთხოვნებ