1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მათი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შემდეგი ინფორმაციის წარდგენა საფირმო სახელწოდებისა და სახეობის მიხედვით:
ყველა იმ ინგრედიენტის ნუსხა, მათი რაოდენობების მითითებით, რომლებიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, თამბაქოს ნაწარმში შემავალი თითოეული ინგრედიენტის წონის კლებადობის მიხედვით;
მე-3 მუხლის 1-ელ და მე-4 პუნქტებში მითითებული გამოფრქვეულ ნივთიერებათა დონეები;
არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია სხვა გამოფრქვეული ნივთიერებებისა და მათი დონეების შესახებ.
ბაზარზე უკვე განთავსებული პროდუქტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს 2016 წლის 20 ნოემბრამდე.
მწარმოებლებმა ან იმპორტიორებმა ასევე უნდა აცნობონ შესაბამის წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებს პროდუქტის შემადგენლობის ისეთი ცვლილების შესახებ, რომელიც ცვლის ამ მუხლის თანახმად მიწოდებულ ინფორმაციას.
ახალი ან მოდიფიცირებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს ასეთი ნაწარმის ბაზარზე განთავსებამდე.
2. 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინგრედიენტების ნუსხას თან უნდა დაერთოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამის თამბაქოს ნაწარმში ამ ინგრედიენტების გამოყენების მიზეზები. ამ ნუსხაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ინგრედიენტების სტატუსი, მათ შორის, არიან თუ არა ეს ინგრედიენტები რეგისტრირებული ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 1907/2006/EC16 თანახმად, აგრეთვე მათი კლასიფიკაცია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 1272/2008/EC17 მიხედვით.
3. 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებულ ნუსხას აგრეთვე თან უნდა დაერთოს დამწვარ და დაუმწვარ მდგომარებაში ინგრედიენტების შესაბამისი ტოქსიკოლოგიური მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით მომხმარებლების ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედების შედეგების მითითებით და, მათ შორის, შეჩვევის გამომწვევი ზემოქმედების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის შემთხვევაში, მწარმოებელმა ან იმპორტიორმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება გამოყენებული დანამატებისა და მათი მახასიათებლების ზოგადი აღწერილობა.
კუპრის, ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის და მე-4(4) მუხლით გათვალისწინებული გაფრქვევების გარდა, მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა უნდა მიუთითონ გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის გამოყენებული მეთოდები. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ასევე მოსთხოვონ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს კვლევების ჩატარება, რომლებიც შეიძლება განსაზღვრონ უფლებამოსილმა ორგანოებმა ინგრედიენტების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით, მათ შორის, მათი შეჩვევის მახასიათებლებისა და ტოქსიკურობის გათვალისწინებით.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა ვებ-გვერდის მეშვეობით. ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებისას, წევრმა სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ კომერციული საიდუმლოების დაცვის საჭიროება. ამ მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად ინფორმაციის წარდგენისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს იმ ინფორმაციის მითითება, რომელიც, მათი მოსაზრებით, წარმოადგენს სავაჭრო საიდუმლოებას.
5. ევროკომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს და, აუცილებლობის შემთხვევაში, განაახლოს ამ მუხლის 1-ელ და მე-6 პუნქტებში და მე-6 მუხლში მითითებული ინფორმაციის წარდგენისა და საჯაროდ ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის ფორმატი. აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მათთვის ხელმისაწვდომი გარე და შიდა კვლევების წარდგენა ბაზრის კვლევის და მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ, მათ შორის, ახალგაზრდებისა და ამჟამინდელი მწეველების უპირატესობათა შესახებ, ინგრედიენტებსა და გამოფრქვეულ ნივთიერებებთან დაკავშირებით, აგრეთვე ნებისმიერი ბაზრის კვლევის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა, რომელსაც ისინი ატარებენ ახალი პროდუქტების წარმოების დაწყებისას. წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მოსთხოვონ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ანგარიშის წარდგენა გაყიდვების მოცულობის შესახებ ბრენდისა და სახეობების მიხედვით, სადაც მოცულობა მითითებული უნდა იყოს ღერების რაოდენობით ან კილოგრამებით, და თითოეული წევრი სახელმწიფოს მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ყოველწლიურად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა გაყიდვების მოცულობის შესახებ.
7. ამ მუხლისა და მე-6 მუხლის მიხედვით წევრი სახელმწიფოების მიერ და მათთვის მისაწოდებელი ყველა მონაცემი და ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეინახონ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და უნდა უზრუნველყონ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ევროკომისიისა და სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის წინამდებარე დირექტივის გამოყენების მიზნებისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა და ევროკომისიამ უნდა უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
8. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დააკისრონ თანაზომიერი გადასახადები თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მათთვის ამ მუხლის მიხედვით წარდგენილი ინოფმრაციის მიღებაზე, შენახვაზე, განკარგვაზე, ანალიზსა და გამოქვეყნებაზ