1. ინგრედიენტების ჩამონათვალი წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო სათაურის „ინგრედიენტების“ შემდეგ. ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს სურსათის წარმოებაში გამოყენებულ ყველა ინგრედიენტს, რომელთა მითითება უნდა მოხდეს წონის კლებადობის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებისას.
2. ინგრედიენტები მითითებული უნდა იქნეს სპეციალური (კონკრეტული) დასახელებით ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით და დანართი №5-ით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. თუ ინგრედიენტად გამოყენებულია ხელოვნური ნანომასალა, აუცილებელია მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში და მის დასახელებასთან ერთად ბრჭყალებში მითითებული უნდა იქნეს სიტყვა „ნანო“.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა განხორციელდეს დანართი №6-ით „ინგრედიენტების აღნიშვნა და მითითება“ განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისა