1. სურსათის სახელწოდება არის მისი ოფიციალური დასახელება (სახეობა). ამგვარი სახელწოდების არქონის შემთხვევაში სურსათის სახელწოდებად ჩაითვლება მისი ჩვეული დასახელება (სახეობა). თუ არ არსებობს ან არ გამოიყენება სურსათის ჩვეული დასახელება (სახეობა), სურსათის სახელწოდებად უნდა ჩაითვალოს მისი აღწერითი დასახელება (სახეობა).
2. დასაშვებია სურსათის იმ დასახელების გამოყენება, რომლითაც იგი იწარმოება ევროკავშირის ქვეყნებში კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, მომხმარებლის მიერ ვერ ხდება სურსათის ნამდვილი ბუნების დადგენა ან მსგავსი სურსათისაგან განსხვავება, სურსათის დასახელებას თან უნდა დაერთოს აღწერილობითი ინფორმაცია, რომელიც განთავსებული იქნება უშუალოდ სურსათის დასახელებასთან ახლოს.
3. თუ მწარმოებელ ქვეყანაში სურსათის დასახელება, მისი წარმოების მეთოდისა და შედგენილობის მიხედვით განსხვავებულია და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს სურსათის შესახებ სწორი ინფორმაცია, დაუშვებელია სურსათის იმ დასახელების გამოყენება, რომლითაც იგი იწარმოება მწარმოებელ ქვეყანაში.
4. სურსათის დასახელება არ უნდა იქნეს შეცვლილი სახელწოდებით, რომელიც დაცულია როგორც ინტელექტუალური საკუთრება, სავაჭრო ნიშანი ან წარმოსახვითი სახელი (ფანტაზიის ნაყოფი).
5. სურსათის დასახელებასა და სპეციფიურ თანმხლებ მონაცემებთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №5-ით - „სურსათის დასახელება და სპეციალური თანმხლები მონაცემები