1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა. ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.
2. სურსათის კონკრეტული სახეობისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის შესახებ სავალდებულო მონაცემები განთავსებული უნდა იქნეს შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე. შეფუთვაზე და ეტიკეტზე ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მკაფიოდ, გარკვევით იკითხებოდეს და გამოყენებული შრიფტის ზომა უნდა იყოს დანართი №3-ის „x - სიმაღლის განსაზღვრა“ შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,2 მმ-ს.
3. შეფუთული ან ტარაში მოთავსებული სურსათისათვის, რომლის ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 80 სმ2 -ზე ნაკლებია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაციის განთავსებისას შრიფტის x სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,9 მმ-ს.
4. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ერთ არეალში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზ