1. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-28-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

ა) სურსათის  დასახელება (სახეობა);

ბ) ინგრედიენტების ჩამონათვალი;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით „ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები“  განსაზღვრული ნებისმიერი ინგრედიენტი, ან დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი, ან მათი წარმოებულები, რომლებიც იწვევს ალერგიას ან მომეტებულ მგრძნობელობას, გამოიყენება სურსათის წარმოებისა და მომზადებისას და რჩება მზა სურსათში საწყისი ან შეცვლილი ფორმით;

დ) გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა;

ე) სურსათის ნეტო (სუფთა)  წონა;

ვ) ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება ...მდე“ თარიღი;

ზ) შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები;

თ) ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი;

ი) სურსათის  წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი  ტექნიკური რეგლამენტის   25-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

კ) სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება;

ლ) სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს;

მ) ინფორმაცია  კვებითი ღირებულების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები მითითებული უნდა იქნეს როგორც სიტყვიერად, ასევე ციფრებით. ამ ტექნიკური რეგლამენტის 28-ე მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაძლებელია მათი გამოსახვა დამატებით პიქტოგრამების ან სიმბოლოების სახით.

3. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სურსათის შესახებ ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ გამოსახული იქნეს მხოლოდ პიქტოგრამის ან სიმბოლოების სახით, ნაცვლად სიტყვებისა და ციფრებისა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფორმირებულობის იგივე ხარისხი, რაც გამოსახულია სიტყვებით ან ციფრები