1. სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისათვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და უვნებელი სურსათის გამოყენებას ჯანმრთელობის, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
2. სურსათის შესახებ ინფორმაციამ უნდა უზრუნველყოს წარმოებული სურსათის თავისუფალი გადაადგილება, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის კანონიერი ინტერესების დაცვა და ხელი შეუწყოს ხარისხიანი და უვნებელი სურსათის წარმოება